თითქმის ნახევარი საუკუნეა კაცობრიობა ყოველწლიურად, 22 აპრილს აღნიშნავს დედამიწის საერთაშორისო დღეს. მთელ ცივილიზებულ სამყაროში - ეს უკვე საყოველთაოდ აღიარებული ტრადიციაა.
ეს დღე ამერიკელმა სენატორმა გეილორდ ნელსონმა მას შემდეგ დააარსა, რაც 1969 წელს სანტაბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რამაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია. ამ დღის აღნიშვნაში მონაწილეობა 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
ყოველ წელს ამ დღეს მილიონობით ადამიანი მსოფლიოს 192 ქვეყანაში აღნიშნავს.
საქართველოში დედამიწის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.
ყოველდღიურად გავუფრთხილდეთ ჩვენს დედამიწას, ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე!
,,დაე, სამარადისოდ იდღეგრძელოს პლანეტა დედამიწამ,
რამეთუ ბუნების ძალამ, ვინ, იცის, იქნებ მთელ კოსმოსურ სამყაროში მხოლოდ ის შეამკო
უამრავი ფორმით გამჟღავნებული სასწაულით-სიცოცხლით, ამ სიცოცხლის გვირგვინად კი შექმნა
ადამიანი, რომელსაც ერთადერთს ხელეწიფება თავისი თავის, ბუნების, მთელი სამყაროს მშვენიერების
აღქმა.“
,,მაშ,
იამაყე,
მაშ, განიცადე!
სიცოცხლე არის მხოლოდ მიწაზე,
სიცოცხლე არის მხოლოდ მიწაზე,
ყველა სინათლე,
ყველა სისავსე,
ყველა სხვაობა, ყველა მსგავსება,
ყველა დაშრობა, ყველა გავსება,
ყველა ატყორცნა, ყველა დაშვება...
მხოლოდ მას ერგო ეს დაფასება,
სიცოცხლე არის მხოლოდ მიწაზე,
მხოლოდ მის გაშლილ გულის ფიცარზე,
სიცოცხლე არის მხოლოდ მიწაზე“.